იურიდიული ოფისი

ჩვენს შესახებ

მეტრეველი & პარტნიორები არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული კომპანია, რომელიც აერთიანებს სანდო, გამოცდილ, პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებულ პროფესიონალი იურისტების გუნდს და სრული მოცულობით ფარავს სამართლებრივი მომსახურების მიმართულებებს, რომ გაუწიოს კლიენტებს მაღალკვალიფიციური  იურიდიული კონსულტაცია და წარმოადგინოს მათი ინტერესები საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთან ურთიერთობაში.

ჩვენი იურიდიული კომპანია დაფუძნებულია სამართლებრივ ბაზარზე ფართო გამოცდილების მქონე პროფესიონალი იურისტების მიერ, რომლებიც არიან სპეციალიზებული სამართლის სხვადასხვა დარგში, რაც იძლევა სიღრმისეული კონსულტაციის და წარმომადგენლობის გარანტიას. 

ჩვენს გუნდს შესწევს უნარი გაუმკლავდეს კომპლექსურ სამართლებრივ დავებს, გაუწიოს კლიენტებს კონსულტაცია მაღალი ინტერესის მქონე გარიგებების თუ მოლაპარაკებების წარმოებაში, ასევე დაიცვას კლიენტის ინტერესები საკორპორაციო, კომერციული, უძრავი ქონების/სამშენებლო, ელექტროენერგეტიკის, ინტელექტუალური სამართლის, სისხლის სამართლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სამართლის სხვა მიმართულებებით.

სერვისები